Wednesday 18 March 2015

ვაჟა ფშაველას ბიოგრაფია

 ვაჟა ფშაველა იყო ერთ–ერთი საუკეთესო მწერალი საქართველოში, პირადად ჩემთვის მისი ნაწარმოებები
არის ძალიან საიტერესო. ამიტომ მე გადავწყვიტე დამეწერა ვაჟას ბიოგრაფიაზე.
ვაჟა ფშაველა 
(ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) (14. VII. 1861, სოფ. ჩარგალი, ახლანდელი დუშეთის რ-ნი – 27. VII. 1915, თბილისი). ქართველი პოეტი. 8 წლამდე ჩარგალში იზრდებოდა მამის, თვითნასწავლი სოფლის მღვდლის პავლეს, და ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში. სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში. 1877 – 1879 წლებში – თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში. 1883 – 1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. ხელმოკლეობის გამო დატოვა უნივერსიტეტი და დაბრუნდა სამშობლოში.

No comments:

Post a Comment